როგორი იქნება ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა მუნდიალზე?!

როგორი იქნება ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა მუნდიალზე?!

21-10-2017, 19:22

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ მისი კლუბის ოფიციალური შემადგენლობა დაასახელა.

"სელესაოს" შემადგენლობაში 25 ფეხბურთელი გამოიძახეს და აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი წარმომადგენელი ინგლისურ "მანჩესტერ სიტისა" და ფრანგულ "პარი სენ ჟერმენს" ჰყავთ (4–4 მოთამაშე).

ეს, ნოემბრის სანაკრებო თამაშებისთვის მოხდა, სადაც ბრაზილია, 10–ში იაპონიას, ხოლო 14–ში ინგლისის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრება.

საინფორმაციო წყაროები ფიქრობენ, რომ ტიტე სწორედ ამ შემადგენლობას წაიყვანს მსოფლიო ჩემპიონატზე. შეიძლება ერთი ან ორი ცვლილება მოხდეს.

მეკარეები: ალისონი ("რომა"), კასიო ("კორინთიანსი"), ედერსონი ("მანჩესტერ სიტი").

მცველები: დანილო ("მანჩესტერ სიტი"), დანი ალვეში ("პსჟ"), ჟემერსონი ("მონაკო"), მირანდა ("ინტერი"), მარკინიოსი, ტიაგო სილვა (ორივე "პსჟ"), ალექს სანდრო ("იუვენტუსი"), მარსელო ("რეალი").

ნახევარმცველები: კაზემირო ("რეალი"), დიეგო ("ფლამენგო"), ფერნანდინიო ("მანჩესტერ სიტი"), ჟულიანო ("ფენერბაჰჩე"), პაულინიო ("ბარსელონა), რენატო აუგუსტო ("ბეინჯინ გოანი"), კოუტინიო ("ლივერპული"), ვილიანი ("ჩელსი"), დუგლას კოშტა ("იუვენტუსი").

თავდამსხმელები: დიეგო სოუზა ("რესიფე"), გაბრიელ ჟეზუსი ("მანჩესტერ სიტი"), ფირმინო ("ლივერპული"), ნეიმარი ("პსჟ"), ტაისონი ("შახტარი").

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით