სულ მალე "მილანს" შესაძლოა ახალი მწვრთნელი ჩაუდგეს სათავეში

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 21-ოქტ, 22:359 GioToServe 722 0






„მილანის“ სამწვრთნელო შტაბში მომავალი კვირების განმავლობაში სპეციალისტების ცვლილება მზადდება. კლუბის ხელმძღვანელობამ ვინჩენცო მონტელას ულტიმატუმი წაუყენა, რომლის მიხედვითაც, გუნდმა მომავალ რამდენიმე მატჩში ქულების მაქსიმალური რაოდენობა უნდა აიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იტალიელს პოსტიდან დაითხოვენ.

„Football Italia”-ს ინფორმაციით, მონტელას პოტენციურ შემცვლელად რუსეთის ყოფილი მწვრთნელი გუს ჰიდინკი სახელდება. დღეისათვის იგი თავისუფალი აგენტია.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ „სერია A”-ს სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე იმყოფება. ეს მდგომარეობა კლუბის ამბიციებს სრულიად ეწინააღმდეგება. გასულ ზაფხულს ტრანსფერებში ძალიან დიდი რაოდენობის თანხა ჩადო კლუბმა. ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი არ ამართლებს „მილანის“ ახალ მფლობელთა მოლოდინს. ეს უკმაყოფილება კი სრულიად გასაგებიცაა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018