დანი ალვესმა მბაპე ლეგენდარულ ფეხბურთელს შეადარა

დანი ალვესმა მბაპე ლეგენდარულ ფეხბურთელს შეადარა

21-10-2017, 22:46

„პ.ს.ჟ.“-ს მარჯვენა მცველმა დანი ალვესმა ახალგაზრდა თანაგუნდელ კილიან მბაპეს შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა.

როგორც „ბარსელონას“ ყოფილი მცველი აცხადებს, ფრანგი საკუთარი პოტენციალითა და თამაშის სტილით ტიერის ანრის ჰგავს.

„მბაპე ძალიან ჰგავს ტიერი ანრის როგორც თამაშის სტილით, ასევე ფუნქციურად. კილიანი ახალგაზრდაა და საოცარი სისწრაფით ვითარდება."

"მას უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ამასთან ერთად სერიოზული ამბიციებიც აქვს. მიხარია, რომ ამგვარად მაღალი დონის ფეხბურთელებთან მიწევს თამაში. მბაპე არაჩვეულებრივი მოთამაშეა, მას ნათელი მომავალი აქვს.“ ციტირებს „Le Figaro” დანიელ ალვესის სიტყვებს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით