ნეიმარმა გული უკვე "პსჟ-ზე" აიყარა ? - ბრაზილიელს პარიზულ გუნდში მორიგი კონფლიქტი აქვს

ნეიმარმა გული უკვე

22-10-2017, 14:27

ფრანგული პრესის ინფორმაციით, „პ.ს.ჟ.“-ს მთავარ მწვრთნელ უნაი ემერსა და კლუბის თავდამსხმელ ნეიმარს შორის უთანხმოებამ იჩინა თავი. ერთ-ერთ ვარჯიშზე, სახელოვანმა ბრაზილიელმა არ დამალა თავისი უკმაყოფილება ესპანელი სპეციალისტის მიერ შემუშავებული სავარჯიშო მეთოდების მიმართ.

გამოცემა “Le Figaro“-ს ინფორმაციით, პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც „ჩემპიონთა ლიგის“ მატჩში „ანდერლეხტის“ წინააღმდეგ საწყის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, მოსთხოვა ვარჯიშის დროზე ადრე დასრულება.

ნეიმარმა მწვრთნელს ვარჯიშის გაგრძელება სთხოვა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იძულებული გახდა დამორჩილებოდა უნაი ემერის მოთხოვნას, თუმცაღა, მაინც არ დამალა საკუთარი უკმაყოფილება მწვრთნელის გადაწყვეტილების გამო.

სწორედ წყაროს ინფორმაციით, ნეიმარმა მთელი ძალით დაარტყა ბურთი, მწვრთნელს ბოლომდე არ მოუსმინა და დუმილით გაეშურა გასახდელისკენ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით