"მანჩესტერ სიტის" გამოცდილი ფეხბურთელი ტოვებს

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები 22-ოქტ, 15:209 GioToServe 931 0





„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი იაია ტურე სეზონის ბოლოს კლუბში მოღვაწეობას დაასრულებს.

როგორც ბრიტანული ტაბლოიდური მედია იუწყება, ტურემ შეთანხმებას მიაღწია „ნიუ-იორკ სიტისთან“. კლუბში იგი ანდრეა პირლოს შეცვლის. ცოტა ხნის წინ, იტალიელმა კარიერის დასრულების თაობაზე განცხადებაც გააკეთა.

ტურე ამერიკული „სიტის“ ფეხბურთელი უკვე იანვარში გახდება, მაგრამ სეზონის ბოლომდე „მანჩესტერში“ დარჩება.

მიმდინარე სეზონში, „პრემიერ-ლიგაში“ ტურემ მოედანზე სულ რაღაც 31 წუთი გაატარა. მას ჯერ კიდევ არ მიუღია მონაწილეობა „ჩემპიონთა ლიგის“ მატჩში. სამაგიეროდ, „ლიგის თასის“ მესამე წრეში „ვესტ ბრომვიჩის“ წინააღმდეგ, ტურემ სრული მატჩი ჩაატარა.

ტურეს ამჟამინდელი კონტრაქტი "მანჩესტერ სიტიში" მომავალი წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.


"მანჩესტერ სიტის" გამოცდილი ფეხბურთელი ტოვებს



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა