"ლივერპული" თავდამსხმელის გასაყიდად მზადაა

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / ტრანსფერები 22-ოქტ, 16:409 GioToServe 2415 0






„ლივერპული“ მზადაა ზამთარში დანი ინგსს დაემშვიდობოს.

„ენფილდში“ ინგლისელი ფეხბურთელი „ბარნლიდან“ გადავიდა. ახალ კლუბში მან სულ რამდენიმე მატჩი ჩაატარა. გამუდმებულმა ტრავმებმა არ მისცა ფეხბურთელს ფორმაში ჩადგომის საშუალება.

„ბარნლიში“ ფეხბურთელს წარმატებული კარიერა ჰქონდა და შედარებით ნაკლები დაბრკოლებებიც ხვდებოდა წინ, თუმცა ეს ტენდენცია „ლივერპულში“ ვერ შენარჩუნდა.

მიმდინარე სეზონის დასაწყისიდანვე, დანი რეგულარულად თამაშობს „ლივერპულის“ მეორე გუნდში. 5 მატჩში მან 1 გოლის გატანა შეძლო.

ამისდა მიუხედავად, კლოპი ფეხბურთელს პირველ გუნდში ვერ ხედავს და მზადაა ინგსი გაყიდოს ან სხვა კლუბს იჯარით გადასცეს.

როგორც „Mirror” იუწყება, ინგსით დაინტერესებულია „ბრაიტონი“, „ლიდსი“ და „კრისტალ პალასი“.

"ლივერპული" თავდამსხმელის გასაყიდად მზადაა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018