Image

შენგელიას საოცრება – ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი 23-ოქტ, 11:269 manchester3 2081


თორნიკე შენგელიას ზეშედეგიანი თამაში ესპანეთის ჩემპიონატში, რისი წყალობითაც „ბასკონიამ“ წარუმატელები სერია შეწყვიტა და გამარჯვება იზეიმა.

მორიგი, მე-5 ტურის მატჩში ბასკონიელებმა „გიპუზკოა ბასკეტს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში - 88:86 დაამარცხეს.

ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 36:36 წუთში 23 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შენგელია თითქმის უშეცდომოთ უტევდა და 9 ცდიდან 8 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა.

მარგი ქმედების კოეფიციენტით, რამაც 33 ერთეული შეადგინა, შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და თუკი დარჩენილ მატჩებში მის შედეგს სხვა ვერავინ გააუმჯობესებს, ის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდება.

„ბასკონიას“ 2 მოგება და 3 მარცხი აქვს და ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 29 ოქტომბერს ბასკონიელები „სარაგოსას“ უმასპინძლებენ.

ინფორმაციის წყარო: GBF.Ge


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (204)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა