სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი
შერმადინი "რეალის" წინააღმდეგ – როგორი სტატისტიკა ჰქონდა ქართველს ?
გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ ესპანეთის ჩემპიონატში „რეალთან“ წააგო. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მალაგელები მადრიდში შეხვდნენ სამეფო კლუბს და 85:99 დამარცხდნენ.
შერმადინი სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 19:36 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 9 ქულას შერმადინმა 5 მოხსნა, 3 დაფარება და 1 პასი მიამატა და მალაგელთაგან საერთო სარგებლიანობით მხოლოდ რეი მაკალუმს ჩამორჩა.
„რეალში“ 29 ქულით საუკეთესო იყო ჯეისი კეროლი, სლოვენიელმა ვუნდერკინდმა ლუკა დონჩიჩმა კი 18 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 3 მოგებითა და 2 წაგებით „უნიკახა“ მე-7 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 29 ოქტომბერს, შერმადინის გუნდი შინ „ესტუდიანტესს“ უმასპინძლებს.
ინფორმაციის წყარო: GBF.ge

ნახეთ შეხვედრის ერთადერთი გოლი, რომელიც "ნაპოლიმ"...
იდუმალებით მოცული ამბავი - რატომ დატოვა ვენგერმა...
არსენ ვენგერის წასვლას ალექსის სანჩესიც...
"თქვენი სიყვარული ფასდაუდებელია"...
არგენტინტის სუპერლიგის ლიდერმა ჯანლუიჯი ბუფონი...
"აღარ მომიწევს ვარჯიშთან ერთად მშენებლობაზე...