სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / იტალია / საფრანგეთი / ტალანტები / გუნდები
"ფიფამ" 2017 წლის საუკეთესო სიმბოლური გუნდი დაასახელა

დღეს, მსოფლიოს წამყვანმა საფეხბურთო ორგანიზაცია „ფიფამ“ თავისი წარმომადგენლების მეშვეობით, დაასახელა 2017 წლის სიმბოლური საუკეთესო გუნდი. მასში ყველაზე მეტი ფეხბურთელი „ჩემპიონთა ლიგის“ მოქმედი ჩემპიონი კლუბიდან - მადრიდის „რეალიდან“ აღმოჩნდა. სამეფო კლუბიდან „ფიფამ“ 5 ფეხბურთელი აირჩია, „ბარსელონადან“ და „პ.ს.ჟ.“-დან 2-2, ხოლო თითო-თითო „იუვენტუსიდან“ და „მილანიდან“.

შემადგენლობაში შევიდნენ ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“), ლეონარდო ბონუჩი („იუვენტუსი“/“მილანი“), დანიელ ალვესი („იუვენტუსი“/“პ.ს.ჟ.“), მარსელო, სერხიო რამოსი, ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი, კრიშტიანუ რონალდუ - ყველა მადრიდის „რეალიდან“, ნეიმარი („ბარსელონა“/“პ.ს.ჟ.“), ანდრეს ინიესტა და ლიონელ მესი - ორივე „ბარსელონადან.“

შეგახსენებთ, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელი „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, საუკეთესო მთავარ მწვრთნელად კი ზინედინ ზიდანი დასახელდა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გავლენიანი გამოცემის www.transfermarkt.com-ის ინფორმაციით, 2017 წლის სიმბოლურ საუკეთესო გუნდში არსებული ფეხბურთელების საერთო ღირებულებამ 626,000 მილიონი ევრო შეადგინა. თუმცაღა, ყველაზე ძვირადღირებული კლუბების სარეიტინგო ცხრილში ასეთი გუნდი მხოლოდ მე-6 ადგილს დასჯერდებოდა, რადგან მის მაღლა იდგებოდნენ ისეთი კლუბები, როგორიცაა „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, „პ.ს.ჟ.“, „ბარსელონა“ და „რეალი“.

"ფიფამ" 2017 წლის საუკეთესო სიმბოლური გუნდი დაასახელა








კომენტარის დამატება