ნოვაკ ჯოკოვიჩისა და სტანისლას ვავრინკას სამომავლო გეგმები ცნობილია

ნოვაკ ჯოკოვიჩისა და სტანისლას ვავრინკას სამომავლო გეგმები ცნობილია

24-10-2017, 18:00

„დიდი მუზარადის“ 12-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი 2017 წლის „უიმბლდონის“ ტურნირის შემდგომ, პირველი მატჩის გასამართად ემზადება. იგი მიმდინარე წლის დეკემბერში, „მსოფლიო საჩოგბურთო პირველობაზე“ („World Tennis Championship”) იასპარეზებს.

მსოფლიოს ნომერ მეშვიდე ჩოგანს სეზონის შედარებით ადრე დასრულება იდაყვის ტრავმის გამო მოუწია. სერბი „აბუ დაბის“ საჩვენებელ ტურნირში 28-დან 30 დეკემბრის ჩათვლით ითამაშებს.

„აბუ დაბიში“ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელები ითამაშებენ, ასე რომ ეს ჩემთვის ბრწყინვალე შანსი იქნება, რომ ძლიერი დავუბრუნდე ასპარეზობას და სეზონიც წარმატებულად დავიწყო.“ - განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

2017 წლის „საფრანგეთის ღია პირველობის“ ფინალისტი სტან ვავრინკაც მზადაა ტურში დასაბრუნებლად.

მსოფლიოს ნომერ მეცხრე ჩოგანს - შვეიცარელ სტან ვავრინკას სეზონის დასრულება აგვისტოში მოუწია, რადგან მან მუხლის ტრავმა მიიღო.

„აბუ დაბის“ საჩვენებელი ტურნირი 2018 წლის „ავსტრალიის ღია პირველობამდე“ 2 კვირით ადრე გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, წლის პირველი „დიდი მუზარადის“ ტურნირი ტრადიციულად სწორედ ავსტრალიაში იღებს სათავეს.

„მსოფლიო საჩოგბურთო პირველობაზე“ ჯოკოვიჩთან და ვავრინკასთან ერთად, თამაშს აპირებს მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი - რაფაელ ნადალი, ავსტრიელი - დომინიკ ტიმი, ესპანელი - პაბლო კარენიო ბუსტა და 2016 წლის „უიმბლდონის“ ფინალისტი - მილოს რაონიჩი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით