30 წლის ჩოგბურთელმა - სემ გროტმა კარიერა დაასრულა

30 წლის ჩოგბურთელმა - სემ გროტმა კარიერა დაასრულა

24-10-2017, 18:26

ნიუკომბის მედალისტი, ავსტრალიელი ჩოგბურთელი სემ გროტი მომავალი წლის „ავსტრალიის ღია პირველობის“ ჩატარების შემდგომ, კარიერას ოფიციალურად დაასრულებს.

“დევისის თასზე“ ავსტრალიის გუნდის მტკიცე და განუყოფელი მოთამაშე მიმდინარე კვირას მელბურნში დაბრუნდა. ამერიკაში, „ლას ვეგასის“ „ჩელენჯერზე“, სემ გროტმა კიდევ ერთი გაწბილება ნახა. მეორე წრის მატჩში, 3 გეიმის ჩატარების შემდგომ, კვლავ ტკივილები დაეწყო საზარდულთან, რის გამოც შეხვედრა დროზე ადრე შეწყვიტა.

გროტი ცდილობდა 2018 წლის „ავსტრალიის ღია პირველობისათვის“ საკმარისი ქულები მოეპოვებინა, მაგრამ სამი ტურნირში უკვე მეორედ მოუწია თამაშის ჩამთავრებაზე უარის თქმა.

2015 წლის „ამერიკის ღია პირველობამდე“ იგი 53-ე პოზიციას იკავებდა. იგი „დევისის თასზე“ მუდამ ეხმარებოდა ავსტრალიას. ბოლოს, ავსტრალია ½ ფინალში ბრიტანეთთან გლასგოუში დამარცხდა. მაშინ დიდი ბრიტანეთის წინამძღოლი ენდი მარი გახლდათ.

გასული წლის მიწურულს, გროტმა ძალიან სერიოზული ფეხის ტრავმა მიიღო და მისი რეიტინგი უკვე სამციფრა გახდა. მას შემდგომ მოყოლებული, გროტმა ვერ აღიდგინა ოპტიმალური ფორმა და 2017 წელსაც ვერ დაიტრაბახებდა კარგი ფიზიკური მზადყოფნით.

აი, რა განაცხადა გასული წლის ბოლოს სემ გროტმა: „ეს ყველაფერი საკმაოდ შემზარავი იყო. ფეხზე რაღაც უცნაური სივრცე შეიქმნა და მეგონა რომ ფეხი თავისით მეკეცებოდა, თითქოს უნდა დავკარგო ტერფიო.“

“ორთოპედიული აპარატების გამოყენება დამჭირდა და ისინი ჩემი ტერფის სხვადასხვა ნაწილებს ტვირთავდნენ. როდესაც ვვარჯიშობდი, ვგრძნობდი, რომ მთელი ფეხი მებეჟებოდა.“

გროტმა არ დამალა ის ფაქტი, რომ სოციალური ქსელებიდან მის მიმართ მუქარა ისმოდა. როდესაც შედეგები მათ სასარგებლოდ არ ფიქსირდებოდა, ჩოგბურთელს და მის ოჯახს აზარტული მოთამაშეები მკაცრად ემუქრებოდნენ.

კარიერის დასაწყისში გროტს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს. ერთი პერიოდი, შედარებით უფრო ადრე, სემი ამერიკული ფეხბურთითაც იყო დაკავებული.

30 წლის ჩოგბურთელს კარიერის გაგრძელების შესახებ კითხვის ნიშნები მაშინ გაუჩნდა, როდესაც ივლისში, ამერიკაში, „Hall of Fame Championships”-ზე ჯონ ისნერთან დამარცხდა. შედეგად, ჩოგბურთელმა მომავლის მოტივაცია მნიშვნელოვნად დაკარგა. ამ ყველაფერს კი ტრავმებიც დაერთო თან.

წარმატებები სემ გროტს ცხოვრების ახალ ეტაპზე!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით