43:19 რონალდუმ მესი საგრძნობლად დაჩაგრა

43:19 რონალდუმ მესი საგრძნობლად დაჩაგრა

24-10-2017, 22:10

ერთი წელი გავიდა და კრიშტიანუ რონალდუ ისევ და ისევ საუკეთესოა. 2016 წელს „ფიფამ“ პრესტიჟული ჯილდო შემოიღო, რომელსაც „საუკეთესო ფეხბურთელი“ ან უბრალოდ „საუკეთესო“ ეწოდა. როგორც წინა, ასევე მიმდინარე წელს, ეს წოდება რონალდუს ერგო წილ, ოღონდ ამჯერად მან კიდევ უფრო დიდი მაჩვენებლით აჯობა ლიონელ მესის.

რონალდუმ ხმების 43,16% მიიღო. ხმას მთელი მსოფლიოდან აძლევდნენ ფეხბურთელები, მწვრთნელები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები. მესიმ ამ ხმების მხოლოდ 19.25%-ის მოპოვება შეძლო. რაც შეეხება ნეიმარს, იგი მესამე ადგილს დასჯერდა ხმების 6.97%-ით.

გასული წლის „საუკეთესოს“ გათამაშებაში, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ხმების 34.54% მიიღო, პარალელურად არგენტინელმა 26.42% მოიპოვა.

მსოფლიო ფეხბურთის ექსპერტების მიხედვით, რონალდუ წელსაც სჯობნის თავის დიდ კონკურენტ ლიონელ მესის.

რაც შეეხება მწვრთნელებს, ზინედინ ზიდანმა კიდევ უფრო დიდი და დამაჯერებელი სხვაობით შეძლო თავისი სტატუსის გამყარება. მან ხმების 46,22% მიიღო და ანტონიო კონტე, რომელსაც 11.62% ერგო, მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა. მესამე ადგილს მასიმილიანო ალეგრი დასჯერდა 8.78%-ით. ფრანგი ზინედინ ზიდანი 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

„მსოფლიოს საუკეთესო მეკარის“ პრიზი ჯანლუიჯი ბუფონს ერგო. მან ხმების 42.22% მოიპოვა. მეორე ადგილზე „რეალის“ მეკარე კეილორ ნავასი გავიდა 32.32%-ით, ხოლო მანუელ ნოიერმა მესამე ადგილზე გასვლა ხმების 10.10%-ით შეძლო.

რაც შეეხება კიდევ ერთ კატეგორიას, ოლივიე ჟირუმ ხმების 36.17% მიიღო და „წლის საუკეთესო გოლის“ პრიზიც დაიმსახურა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით