"სევილიას" ფრანგი ნახევარმცველის შეძენა სურს

25-10-2017, 19:01

ესპანურ კლუბ „სევილიას“ „სენტ-ეტიენის“ ნახევარმცველის - ჯონათან ბამბას ყიდვა სურს. ამასვე იუწყება „Football Espana.”

21 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება. ესპანური კლუბის ფრანგებთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს. კლუბს ბამბას შემოერთება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სურს და ამისთვის მზადაა 4 მილიონი ევრო გადაიხადოს.

იმ შემთხვევაში, თუ „სენტ-ეტიენი“ მოთამაშის გაყიდვაზე უარს განაცხადებს, „ანდალუზიელები“ აპირებენ ფეხბურთელთან პირადი მოლაპარაკებების წარმოებას და შეეცდებიან ფრანგის დარწმუნებას, რათა ეს უკანასკნელი „სევილიაში“ მომავალ ზაფხულს გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჯონათან ბამბამ კლუბის შემადგენლობაში 8 შეხვედრა ჩაატარა. მან 4 გოლის გატანა და 1 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახერხა.


"სევილიას" ფრანგი ნახევარმცველის შეძენა სურს

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით