“პ.ს.ჟ.“-ს ფეხბურთელები ნეიმარის პრივილეგიებით უკმაყოფილოები არიან

“პ.ს.ჟ.“-ს ფეხბურთელები  ნეიმარის პრივილეგიებით უკმაყოფილოები არიან

25-10-2017, 19:11

“პ.ს.ჟ.“-ს ფეხბურთელები უკმაყოფილო არიან იმ პრივილეგიებით, რომლითაც ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი სარგებლობს.

როგორც „Le Parisien” ამტკიცებს, ნეიმარის „პარკ დე პრენსზე“ გადასვლის მომენტიდანვე, კლუბის ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო ბაზამ ნეიმარს უდიდესი თავისუფლება და პრივილეგია უბოძა. მაგალითისათვის, ფეხბურთელებს ეკრძალებათ ბრაზილიელის წინააღმდეგ უხეშად თამაში და სიტყვიერ გარჩევებში ჩათრევა. ნეიმარს უფლება აქვს არ ითამაშოს დაცვაში არა მხოლოდ ვარჯიშზე, არამედ მატჩის მსვლელობის დროსაც კი.

ნეიმარს შეუძლია ვარჯიშზე და თამაშზე ნებისმიერი ფირმის ჩანთით გამოცხადება. სხვა ფეხბურთელები იძულებულნი არიან ატარონ ის ინვენტარი, რომელსაც მათ ტექნიკური სპონსორი უსაზღვრავს. ბრაზილიელს ორი პირადი ფიზიოთერაპევტი ჰყავს, რომლებიც მასთან ინდივიდუალურად შემუშავებული პროგრამით მუშაობენ.

ამას დამატებული, მომავალი სეზონიდან ნეიმარს ყველა ჯარიმისა და პენალტის დარტყმის უფლება მიენიჭება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით