რა გადაწყვიტა ლევანდოვსკიმ "რეალში" გადასვლის თაობაზე?

რა გადაწყვიტა ლევანდოვსკიმ

26-10-2017, 12:38

"Goal.Com"-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელთან - რობერტ ლევანდოვსკისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"რეალის" წარმომადგენლები პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის შესყიდვას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გეგმავენ. წყაროს ინფორმაციით, ლევანდოვსკი მთელი სერიოზულობით განიხილავს სამეფო კლუბის შემოთავაზებას. ესპანეთში კარიერის გაგრძელებას ლევანდოვსკი თავისი მომავლის ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილავს და თავის აგენტებს "რეალთან" შეთანხმების მიღწევის თაობაზე მუშაობის დაწყება სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი 2014 წელს დორტმუნდის "ბორუსიიდან" მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა. ამ ხნის მანძილზე ლევანდოვსკიმ კლუბის შემადგენლობაში 113 მატჩი ჩაატარა და 95 გოლის გატანა შეძლო.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით