მაურინიოს კომენტარი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდგომ

მაურინიოს კომენტარი

28-10-2017, 18:34

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ 1:0 გამარჯვების მოპოვების შემდგომ, კომენტარი გააკეთა.

„ძალიან რთული მატჩი იყო. სრულიად შესაძლებელი იყო ფრედ მორჩენილიყო. ორივე გუნდი ცდილობდა მოგებას, მაგრამ ამავე დროს ერთმანეთის შესაძლებლობებს სათანადოდ ვაფასებდით. ალის მომენტის გარდა, ჩვენ ყველაფერს კარგად ვაკონტროლებდით. ტაქტიკურად ძალიან ძნელი თამაში იყო, როგორც ჩვენთვის, ასევე „ტოტენჰემისათვის“. შეხვედრაში საჭირო იყო ბრძოლა და ხანდახან საკმაოდ აგრესიულადაც კი. ვიცოდით, რომ დაცვაში ერთი შეცდომა საკმარისი იქნებოდა მარცხისათვის. ეს კი ამჯერად „ტოტენჰემს“ დაემართა.“

„ჩვენ კარგად ვიცით ის ფაქტი, რომ ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ. ზუსტად ამიტომ ვიყავი „ჰადერსფილდთან“ დამარცხების შემდგომ გაწბილებული. მაშინ თითქოს ვერ გავაცნობიერეთ თითოეული ქულის მნიშვნელობა. დღეს თითოეული ბურთისათვის ისე ვიბრძოდით, როგორც კარიერაში უკანასკნელისათვის.“ - განაცხადა მაურინიომ მატჩის შემდგომ.

მაურინიოს კომენტარი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდგომ

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით