"ჩელსი" "ატლეტიკოს" ფეხბურთელით დაინტერესდა

28-10-2017, 19:10

გამოცემა "Don Balon"-ის ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა - საულმა, შესაძლოა კარიერა ინგლისში განაგრძოს. "ატლეტიკოს" ცენტრალური რგოლით ინგლისის მოქმედი ჩემპიონი - "ჩელსი" ინტერესდება.

წყარო აღნიშნავს, რომ საულით პირადად ანტონიო კონტე არის დაინტერესებული. როგორც ჩანს, მწვრთნელი მოედნის ცენტრში მრავალფეროვნების არ არსებობას უჩივის. "ჩელსის" ხელმძღვანელობა მზადაა ესპანელ ნახევარმცველში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ეს თანხა სრულიად დააკმაყოფილებს "ატლეტიკოს". გადამწყვეტ სიტყვას, დიდი ალბათობით, სწორედ ფეხბურთელი იტყვის.

შეგახსენებთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, საულით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდა. მაშინ, "ატლეტიკოს" ფინანსური ინტერესები "იუნაიტედმა" ვერ დააკმაყოფილა. "ჩელსის" გარდა 22 წლის ფეხბურთელისათვის კატალონიის "ბარსელონაც" იბრძვის.

მიმდინარე სეზონში საულმა "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა. მან 1 გოლის გატანა შეძლო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით