სიახლეები / ფეხბურთი / გერმანია / იტალია / ტრანსფერები
რატომ სურს მიუნხენის "ბაიერნს" არტურო ვიდალის გაყიდვა?

"Tuttosport"-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობას, მოედნის მიღმა დაფიქსირებული დისციპლინური დარღვევების გამო, არტურო ვიდალის გაყიდვა სურს.

ამ ზამთარს ჩილელი ნახევარმცველის მოსაპოვებლად მილანის "ინტერი" იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მასმედიამ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ვიდალს პრობლემები აქვს ალკოჰოლთან და მოწევასთან მიმართებით.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, არტურო ვიდალი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა და ამ დროს იგი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მიუნხენის ერთ-ერთ კლუბში იგი ჩხუბშიც იქნა შემჩნეული. მიუნხენის "ბაიერნის" მფლობელებმა ფეხბურთელს ფინანსური სანქციები დაუწესეს, თუმცა როგორც ჩანს, ვიდალზე აღნიშნულ სასჯელს დიდი გავლენა არც მოუხდენია.










კომენტარის დამატება