"ლივერპულის" სატრანსფერო გეგმები ცნობილია

29-10-2017, 15:38

იანვარში "ლივერპულის" ხელმძღვანელობას კოუტინიოს გაყიდვა სურს.

როგორც "Daily Mirror" იუწყება, მმართველი კომპანია "FSG"-ის წარმომადგენლები თვლიან, რომ იანვარში, კოუტინიოს 130 მილიონ ფუნტად გაყიდვა სარფიანი გარიგება გამოვა. "ენფილდის" მეპატრონეები მზად არიან მიღებული თანხის ინვესტირება ახალ ფეხბურთელებში მოახდინონ, უმეტესწილად კი დაცვაში.

"ლივერპულის" დაცვის სისუსტეები უკვე ყველა გუნდისათვის ცნობილია. "პრემიერ ლიგის" წინა ტურში, "მერსესაიდელებმა" "უემბლიზე" 1-4 ანგარიშით დათმეს შეხვედრა. კლუბმა საკუთარ კარში 3 გოლი სწორედ ლოვრენისა და მინიოლეს შეცდომების გამო მიიღო.

კოუტინიოს გაყიდვის შემთხვევაში, "ლივერპული" ძალას არ დაზოგავს იმისათვის, რომ იყიდოს ვირჯილ ვან დეიკი. დანარჩენ 30 მილიონ ფუნტს კი კლუბი "რომას" მცველ ემერსონ პალმერის გადმოსაყვანად დახარჯავს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით