ლუკა პუიემ "ATP ვენას" ტურნირზე დიდი გამარჯვება იზეიმა

ლუკა პუიემ

29-10-2017, 20:29

ლუკა პუიემ ავსტრიაში "Erste Bank Open 500" - "ATP ვენას" ტურნირი მოიგო. კვირას, მან თანამემამულე ჟო-ვილფრედ ცონგა ორ სეტში მარტივად დაამარცხა, ანგარიშით 6-1, 6-4. ჩოგბურთელმა ჯერ-ჯერობით კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულის მოგება სწორედ დღეს მოახერხა.

ფრანგმა ჩოგბურთელმა პირველად შეძლო 500 ქულიან ტურნირზე გამარჯვების მოპოვება. ახალგაზრდა პუიემ კარიერაში უკვე მე-4 ტიტულის აღმართვა მოახერხა. 2017 წელს ის გახდა ერთადერთი ჩოგბურთელი, ვინც ყველა საფარზე შეძლო ტურნირის მოგება. მან გამარჯვება იზეიმა დღეს, "ჰარდის" საფარზე ვენაში, იქამდე თიხაზე ბუდაპეშტში, ხოლო ბალახზე - შტუტგარტში.

წაგებისდა მიუხედავად, "ATP ლონდონის"-ის გზაზე, ცონგა მაინც კარგ პოზიციაში იმყოფება. იგი პაბლო კარენიო ბუსტას 295 ქულით ჩამორჩება. მას შეუძლია მე-8 პოზიცია მიიტაცოს და "ATP ფინალებში" მეოთხედ იასპარეზოს. მომავალ კვირას, პარიზში, "ATP"-ის 1000 ქულიან "მასტერსზე" უკვე ყველაფერი ოფიციალურად გაირკვევა.

პუიემ კი მატჩში 17 მომგებიანი ქულა ჩააგდო, მათ შორის 3 ეისი. საკუთარ მოწოდებაზე ქულების 72%-ის აღება მოახერხა. წელს ახალგაზრდა ჩოგბურთელმა 34-ე მოგება იზეიმა და გასული წლის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს გაუთანაბრდა. მან მართლაც ჩინებული კვირა ჩაატარა. პუიე ამჟამად "ATP" რეიტინგში 25-ე პოზიციაზე იმყოფება. თავის რეიტინგს კიდევ 500 ქულა შესძინა და ახლა წინ გადაინაცვლებს 7 საფეხურით. ლუკამ კარგი საპრიზო თანხა - 438,505 ევროც გამოიმუშავა.

წელს "ATP" ტურის ფინალში ცონგა პირველად დამარცხდა. იგი გახლავთ ATP "როტერდამის", "მარსელის", "ლიონისა" და "ანტვერპენის" მოქმედი ჩემპიონი. 32 წლის ჩოგბურთელს მიმდინარე წელს 20 გამარჯვება აქვს და 3 დამარცხება დარბაზის ტურნირებში. გაი ფორგეტი იყო ფრანგი ჩოგბურთელი, ვინც 1991 წელს შეძლო 5 ტიტულის მოგება. ცონგას შეეძლო აღნიშნული მიღწევის განმეორება, მაგრამ ახალგაზრდა თანამემამულემ იგი აშკარად დაჯაბნა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის "მასტერსი" სტარტს ორშაბათს აიღებს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით