სამწუხარო ინფორმაცია როჯერ ფედერერის გულშმატკივართათვის

სამწუხარო ინფორმაცია როჯერ ფედერერის გულშმატკივართათვის

30-10-2017, 16:23

როჯერ ფედერერმა რაფაელ ნადალს "ATP" რეიტინგში პირველობის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა. შვეიცარელი ჩოგბურთელი "ATP პარიზის მასტერსიდან" ამოეწერა.

კვირას, "ATP ბაზელის" დარბაზის ტურნირის ფინალში, ფედერერმა დელ პოტრო 3 სეტში დაამარცხა, ანგარიშით 6-7(5), 6-4, 6-3. შვეიცარელმა ვარსკვლავმა უარი განაცხადა პარიზის "მასტერსზე" მონაწილეობის მიღებაზე. მიმდინარე სეზონში არაერთმა ჯანმრთელობის პრობლემამ იჩინა თავი, რის გამოც ფედერერმა გადაწყვიტა, რომ დრო ფიზიკურ რეაბილიტაციას მოახმაროს.

"ძალიან ვწუხვარ, მაგრამ პარიზში ვერ ვითამაშებ.," განუცხადა ფედერერმა "ATP მსოფლიო ტურს". "ვწუხვარ ჩემი მეგობრების, გულშემატკივრების და ყველას გამო, ვინც პარიზში მელოდა. მიყვარს იქ თამაში. ჩემთვის ერთ-ერთი შეუდარებელი ადგილია. ბერსი ან როლან გაროსი. უკვე ზედიზედ მეოთხედ ხდება ისე, რომ ამ ორი ტურნირიდან ერთს ვერ ვთამაშობ."

"ახლა ჩემი სხეულისთვის ფიზიკური რეაბილიტაციაა საჭირო. უნდა ვიფრთხილო, რათა იგივე შეცდომა არ დავუშვა, რაც წინა წელს, საჭიროზე მეტი არ უნდა ვითამაშო. გამარჯვებული არავინ იქნება. ტრავმა თუ მივიღე შესაძლოა მომავალ სეზონში კი არა, საერთოდ ვეღარ ვითამაშო. ძალიან მინდა, რომ ჯანმრთელობას მივხედო და ამიერიდან ზუსტად ამასვე შევეცდები."

"იმისათვის, რომ წარმატებით ვიასპარეზო, შედარებით მოკლე კალენდარი უნდა შევადგინო. ასობით და ათასობით მატჩიდან, რაც კი ოდესმე მითამაშია, მართლაც ვგრძნობ დაღლას..."

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით