სიახლეები / ფეხბურთი / გერმანია / ტრანსფერები
"ბაიერნი" ლევანდოვსკის შემცვლელს ეძებს

მიუნხენის "ბაიერნი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფორვარდის ყიდვას გეგმავს. კლუბს რობერტ ლევანდოვსკის სტაბილური შემცვლელის პოვნა სურს.

კლუბის სპორტული ხელმძღვანელი - ჰასან სალიჰამიჯიჩი თვლის, რომ პოლონელი თავდამსხმელი ძალიან დიდი დატვირთვის ქვეშაა. ამ მიზეზით, "ბაიერნი" არ წყვეტს ცენტრაული თავდამსხმელის ძიების პროცესს.

გასულ ტურში, მიუნხენელებმა "ლაიფციგი" 2:0 ანგარიშით დაამარცხეს. ლევანდოვსკიმ გოლის გატანა შეძლო, მაგრამ ის მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში, "ბუნდესლიგაში" 10 მატჩი ჩაატარა და 10 გოლის გატანაც მოახერხა.










კომენტარის დამატება