"სევილიას" "სპარტაკის" წინააღმდეგ მატჩში ნახევარმცველი დააკლდება

31-10-2017, 15:39

"სევილიას" ფეხბურთელი ხოაკინ კორეა "ჩემპიონთა ლიგაზე" მოსკოვის "სპარტაკის" წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს.

საფეხბურთო კლუბის "ტვიტერის" ოფიციალური ვებგვერდიდან ირკვევა, რომ არგენტინელმა კუნთის ტრავმა მიიღო და მომდევნო მატჩში მოედანზე ვერ შეძლებს გამოსვლას. 23 წლის ნახევარმცველის შემადგენლობაში დაბრუნების ზუსტი დრო ჯერ-ჯერობით უცნობია. ყველაფერი ნათელი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც ფეხბურთელი საფუძვლიან სამედიცინო გამოკვლევებს ჩაიტარებს.

შეგახსენებთ, რომ "E" ჯგუფის დაპირისპირება "სევილიასა" და "სპარტაკს" შორის 1 ნოემბერს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ამჟამად, ჯგუფში "სპარტაკი" და "ლივერპული" პირველ ადგილს ინაწილებენ. ორივე კლუბს 5 ქულა აქვს მოგროვილი.

"სევილიას" "სპარტაკის" წინააღმდეგ მატჩში ნახევარმცველი დააკლდება

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით