რას ფიქრობს რაჯა ნაინგოლანი "ჩელსიში" გადასვლის თაობაზე ?

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / იტალია / ტრანსფერები 31-ოქტ, 15:509 GioToServe 653 0






"რომას" ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა განაცხადა, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" გადასვლაზე არც კი ფიქრობს.

ნემანია მატიჩის გაყიდვის შემდგომ, კონტეს მთავარ სამიზნედ რაჯა იქცა. იტალიელ სპეციალისტს "რომას" ფეხბურთელის საკუთარ კლუბში მოყვანა სურდა, რადგან მასში ნგოლო კანტეს იდეალურ დამხმარეს ხედავდა. საბოლოოდ, "ჩელსიმ" ბაკაიოკო იყიდა, რაჯა კი "რომაში" დარჩა, რასაც ეს უკანასკნელი საერთოდ არ ნანობს.

"მე ჩემი არჩევანი გავაკეთე და არასდროს არ ვუფიქრდები კლუბიდან შესაძლო წასვლის ალტერნატივას. არ აქვს აზრი "ჩელსიზე" ან სხვა კლუბებზე საუბარს. ლიდერი გუნდების წინააღმდეგ თამაში ძალიან სასიამოვნოა. ეს ყველა პროფესიონალმა ფეხბურთელმა იცის. ისინი ასევე კარგად აცნობიერებენ იმას, რომ თავდაუზოგავად უნდა იშრომო ამგვარი შეხვედრების ჩასატარებლად." - განაცხადა რაჯამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, "რომა" და "ჩელსი" 2017-2018 წლის "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის ფარგლებში, საპასუხო შეხვედრას გამართავენ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018