რომელი ფეხბურთელი ვერ გაიყვეს "ბარსელონამ" და "სიტიმ" ?

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / გერმანია / ტრანსფერები / ტალანტები 31-ოქტ, 20:019 GioToServe 1798 0






"ბარსელონა" შეშფოთებულია "მანჩესტერ სიტის" მიერ ჯოშუა კიმიხის მიმართ გამოხატული ინტერესით.

22 წლის უნივერსალური მოთამაშე მიუნხენის "ბაიერნის" და გერმანიის ეროვნული ნაკრების უდიდეს მონაპოვრად ითვლება. მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან დღემდე, ფეხბურთელმა მოედანზე 1902 წუთი დაჰყო. ევროპული ლიგის პირველ 5 ფეხბურთელს შორის, აღნიშნული მაჩვენებელი უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა.

ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გვარდიოლა ჯოშუას თავის პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს. მომავალ ზაფხულს, ესპანელი სპეციალისტი მზადაა კიმიხში 50 მილიონი ევროს გადასახდელად.

"ბარსელონას" არ მოსწონს "სიტის" ინტერესი აღნიშნული ფეხბურთელის მიმართ და სურს ინგლისურ კლუბს აჯობოს. "Diario Sport"-ის ინფორმაციით, კატალონიელები კიმიხს უკვე იანვარში შესთავაზებენ "ბარსელონაში" გადასვლის ალტერნატივას.

რომელი ფეხბურთელი ვერ გაიყვეს "ბარსელონამ" და "სიტიმ" ?



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018