ნეიმარი მადრიდის "რეალთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს ?

ნეიმარი მადრიდის

1-11-2017, 20:12

ბრაზილიელმა ვარსკვლავმა საფეხბურთო სამყარო დიდად განაცვიფრა, როდესაც მან „ბარსელონა" დატოვა და ზაფხულში „პ.ს.ჟ.“-ში გადავიდა. „ლიგა 1“-ის კლუბმა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა - 200 მილიონი ევრო გადაიხადა.

ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „სანტოსის“ ყოფილი მოთამაშე უკვე ნანობს „ბარსელონას“ დატოვებას და საფრანგეთს ვერ ეგუება.

ნეიმარს უჭირს უნაი ემერის შეგირდის როლის მორგება. ფეხბურთლს უკვე მოუვიდა დაპირისპირება ედისონ კავანისთან. სავარაუდოდ, პარიზში ნეიმარის დღეები დათვლილია.

ესპანური წყაროს „Don Balon“-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ დატოვების შემდგომ, ნეიმარი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს მადრიდის „რეალთან“.

ბრაზილიელი უკვე დარწმუნებულია, რომ „ბარსელონას“ მისი ხელახლა შემოერთების სურვილი აღარ აქვს და თავის მხრივ, არც 25 წლის ფეხბურთელს აქვს კატალონიაში დაბრუნების ენთუზიაზმი. ნეიმარს მადრიდის „რეალი“ ურჩევნია.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა - ფლორენტინო პერესმა უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები ნეიმარის მამასთან. პერესი კრიშტიანუ რონალდუს ჩამნაცვლებლის ძიებას განაგრძობს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით