დღეს ტურინის "იუვენტუსს" 120 წელი შეუსრულდა

დღეს ტურინის

1-11-2017, 20:48

საფეხბურთო კლუბი „იუვენტუსი“ 1897 წლის 1 ნოემბერს დაარსდა „Massimo d’Azeglio” ლიცეუმის მოსწავლეებით. „იუვენტუსი“ იტალიის მესამე ყველაზე ძველი კლუბი გახდა.

კლუბის ისტორია საკმაოდ მდიდარი და დატვირთულია. თავისი არსებობის 120 წლის მანძილზე, „იუვენტუსი“ იქცა იტალიის ყველაზე ტიტულოვან კლუბად. აღნიშნული წარმატება ძირითადად ანელების ოჯახის მოწადინებამ განაპირობა.

1900 წლიდან მოყოლებული, „იუვენტუსი“ მონაწილეობას იღებდა ეროვნულ პირველობებში, 5 წლის შემდგომ კი პირველად შეძლო იტალიის ჩემპიონატის მოგება. 1913 წელს კლუბი ფინანსური გაკოტრების და დივიზიონიდან გამოვარდნის საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ მაინც შეძლო სიტუაციის გამოსწორება.

1923 წელს „FIAT”-ის კონცერნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი - ედოარდო ანელი „იუვენტუსის“ პრეზიდენტი გახდა. გუნდის სათავეში იგი 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და კლუბი აბსოლიტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ამ პერიოდის განმავლობაში „იუვე“ იტალიის ჩემპიონი 6-ჯერ გახდა. ედოარდოს პრეზიდენტობის შემდგომ, ანელების ოჯახის გავლენა ტურინული კლუბის განვითარებას განაპირობებდა.

2010 წლიდან მოყოლებული, კლუბს მართავს ანდრეა ანელი. აღნიშნული პერიოდი ტურინის „იუვენტუსისათვის“ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დროა. 2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, კლუბმა ზედიზედ 6 ეროვნული ჩემპიონატის მოგება შეძლო, 2-ჯერ გავიდა „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალში, 3-ჯერ გაიმარჯვა იტალიის თასისა და სუპერთასის გათამაშებებში.

„იუვენტუსის“ მრავალფეროვანი ისტორიის მანძილზე, კლუბმა გამარჯვებების აბსოლიტური უმრავლესობა ევროპულ სარბიელზე მოიპოვა. მის აქტივში „ჩემპიონთა ლიგის“ 2 ტიტულია და „უეფას თასში“ 3 გამარჯვება(რომელსაც ძველად „ევროპის ლიგა“ ეწოდებოდა). „იუვემ“ ორჯერ აღმართა „უეფას სუპერთასი“.

ამ დროის განმავლობაში „იუვენტუსში“ არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი თამაშობდა. მათ შორის 6 ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა. მიშელ პლატინი, პაოლო როსი, რობერტო ბაჯო, ზინედინ ზიდანი, პაველ ნედვედი და ფაბიო კანავარო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამუდამო ლეგენდებად დამკვიდრდნენ.

ვუსურვებთ კლუბს კიდევ უფრო მეტ წარმატებასა და მიღწევას, არა მხოლოდ იტალიურ მოედანზე, არამედ ევროპულ სარბიელზეც.
FORZA JUVENTUS, მეგობრებო!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით