კრიშტიანუ რონალდუს საინტერესო კომენტარი მადრიდის "რეალის" მარცხის შემდგომ

კრიშტიანუ რონალდუს საინტერესო კომენტარი მადრიდის

2-11-2017, 19:48

კრიშტიანუ რონალდუ უკმაყოფილოა "ჩემპიონთა ლიგაზე" მადრიდის "რეალის" "ტოტენჰემთან" დამარცხებით. იგი არ მალავს თავის გაწბილებას.

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა "უემბლიზე" გამართული მატჩის შემდგომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და თავისი კლუბი გააკრიტიკა.

"მე ბედნიერი ვარ მადრიდის "რეალში". კონტრაქტში 4 წელი დამრჩა. ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ვაპირებ, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. - განუცხადა რონალდუმ "BeinSports".

"მაშინ, როდესაც ჩვენთან ერთად იყვნენ პეპე, ხამესი და მორატა, გაცილებით ანგარიშგასაწევი ძალა ვიყავით. ისინი ჩვენ გვაძლიერებდნენ. ახლა კლუბში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს. ისინი საკმაოდ მონდომებულნი არიან, მაგრამ გამოცდილება აკლიათ. გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. გვაკლია ასევე კარვახალი და ბეილი. როდესაც გუნდი შეკრულია და ყველანი ერთად ვართ, ჩვენი კლუბი გაცილებით უფრო ძლიერი ხდება. ეს სიმართლეა, მაგრამ საპატიო და გასამართლებელ მიზეზს არ წარმოადგენს."

მადრიდის "რეალმა" პეპეს უარი განუცხადა მის მიერ წამოყენებულ კონტრაქტის პირობებზე და კლუბი ფეხბურთელს დაემშვიდობა. ხამესმა და მორატამ გუნდი დატოვეს, რადგან მოედანზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში სურდათ დარჩენა და თამაში. კოლუმბიელი იჯარით მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა, სურვილის შემთხვევაში ყიდვის ალტერნატივით. მორატა "ჩელსის" შეუერთდა. სატრანსფერო თანხა 80 მილიონი ევრო გახლდათ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით