მიუნხენის "ბაიერნი" "პ.ს.ჟ."-ს ფეხბურთელით დაინტერესდა

მიუნხენის

2-11-2017, 20:41

მიუნხენის "ბაიერნს" "პ.ს.ჟ."-ს ნახევარმცველის - იულიან დრაქსლერის ყიდვა სურს. ფეხბურთელთან დაკავშირებული გარიგება ზაფხულში უნდა შემდგარიყო, მაგრამ სატრანსფერო მოლაპარაკებები ჩაიშალა.

მას შემდგომ, რაც "პ.ს.ჟ."-მ ბრაზილიელი ნეიმარი იყიდა და ფრანგი კილიან მბაპე იჯარით შემოიერთა, იულიან დრაქსლერმა "პ.ს.ჟ."-ს ძირითად შემადგენლობაში თავისი ადგილი დაკარგა. გერმანული გამოცემა "Bild"-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა პარიზული კლუბი შესაძლოა იანვარში დატოვოს.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "პ.ს.ჟ." არაერთი ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავდა, რათა თავიდან აეცილებინა მთელი რიგი ჯარიმები, რომლებიც კლუბს პოტენციურად დაეკისრებოდა ფინანსური "ფეარ-პლეის" წესების დარღვევის გამო. გასაყიდი ფეხბურთელების სიაში გერმანელი ნახევარმცველი იულიან დრაქსლერიც შედიოდა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით