ზიდანმა "ატლეტიკო ბილბაოს" მცველთან მოლაპარაკებები წამოიწყო

ზიდანმა

2-11-2017, 20:48

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი "ატლეტიკო ბილბაოს" მცველით - ემერიკ ლაპორტით დაინტერესდა.

ესპანური პრესის ინფორმაციით, 23 წლის ფრანგი ფეხბურთელი შესაძლოა სამეფო კლუბს მომავალ ზაფხულს შეუერთდეს. წყარო ამტკიცებს, რომ ლაპორტსა და ზინედინ ზიდანს შორის უკვე შედგა საქმიანი საუბარი.

შეგახსენებთ, რომ ემერიკ ლაპორტი "ატლეტიკო ბილბაოს" ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია. ის ადგილობრივი მკვიდრია. გუნდში ფეხბურთელი 2012 წლიდან ასპარეზობს. ემერიკმა ამ ხნის მანძილზე, "ბასკების" შემადგენლობაში 142 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა შეძლო.

ზიდანმა "ატლეტიკო ბილბაოს" მცველთან მოლაპარაკებები წამოიწყო

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით