"რეალის" ფეხბურთელი შესაძლოა "მილანში" აღმოჩნდეს

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / იტალია / ტრანსფერები 03-ნოე, 17:409 GioToServe 944 0





მადრიდის "რეალის" 21 წლის ნახევარმცველი დანი სებალოსი ვერ ახერხებს "რეალის" ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრებას.

როგორც ესპანური ყოველდღიური გამოცემა "AS" იუწყება, შესაძლოა "რეალმა" ფეხბურთელი იჯარით გაუშვას. ნახევარმცველით "მილანია" დაინტერესებული. გასულ ზაფხულს სებალოსის ყიდვა ტურინის "იუვენტუსს" სურდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულს, სებალოსი "ბეტისიდან" მადრიდის "რეალში" გადავიდა. სატრანსფერო თანხა 16,5 მილიონ ევროს შეადგენდა.

"რეალის" ფეხბურთელი შესაძლოა "მილანში" აღმოჩნდეს



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა