სამწუხარო ინფორმაცია რაფაელ ნადალის გულშემატკივართათვის

სამწუხარო ინფორმაცია რაფაელ ნადალის გულშემატკივართათვის

3-11-2017, 23:58

დღეს, პარასკევს, რაფაელ ნადალი "პარიზის მასტერსის" 1/4 ფინალიდან ოფიციალურად მოიხსნა. ესპანელ ჩოგბურთელს მუხლის ტრავმა აქვს. 16-გზის "დიდი მუზარადის" ტურნირების ჩემპიონმა შესაძლოა ვერც შემაჯამებელ ტურნირზე იასპარეზოს.

მსოფლიო ნომერ პირველ ჩოგანს რაფაელ ნადალს, კარიერის განმავლობაში არაერთხელ ჰქონია მუხლზე პრობლემა. 1/8 ფინალში ნადალი პაბლო კუევასს დაუპირისპირდა და შეხვეული მარჯვენა მუხლით შეძლო გამარჯვების მოპოვება. პარასკევს კი გადაწყვიტა, რომ კორტზე გამოსასვლელად მზად აღარ იყო.

რაფაელ ნადალი არაა დარწმუნებული შეძლებს თუ არა ლონდონში, "ATP" ტურის ფინალებში მონაწილეობის მიღებას.
"ჩემთვის ლონდონი იმდენად მნიშვნელოვანი არაა. მთავარია სტაბილურობის შენარჩუნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში." - განაცხადა ესპანელმა ჩოგბურთელმა პრესკონფერენციაზე.

ნადალის ტურნირიდან ამოწერამ, 1/2 ფინალში სერბი ფილიპ კრაინოვიჩი გაიყვანა.

"გუშინ, ხუთშაბათს, ძალიან მტკიოდა მუხლი, მაგრამ ბრძოლის შეწყვეტისთვის სრულიად შეუსაბამო მომენტი იყო."

"გუშინ ღამით შესაბამისი სამედიცინო ინსტრუქციები შევასრულე და წესით უნდა მეთამაშა, მაგრამ დღეს თამაში შეუძლებელი აღმოჩნდა. ძალიან დასანანი დღეა ჩემთვის."

მიმდინარე წელს, ტრავმიდან ახლად დაბრუნებულმა ნადალმა "საფრანგეთის ღია პირველობისა" და "ამერიკის ღია პირველობის" ტურნირების მოგება შეძლო.

ნადალი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, ვინც სეზონის მიწურულს "ATP" რეიტინგში პირველობა შეინარჩუნა.

"სარეაბილიტაციო კურსს გავივლი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ლონდონში თამაში შევძლო. ეს დღე ჩემთვის საკმაოდ მძიმეა, ამიტომ წინასწარ ვერავითარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. რთულია ჩემთვის ამ ყველაფერზე საუბარი..." - დასძინა ნადალმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით