ვან ნისტელროი : ",,რეალმა" აუცილებლად უნდა დაამარცხოს ლიონი"

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 17-დეკ, 21:119 zuka71 1169 1





მადრიდის "რეალის" ყოფილმა მოთამაშემ, რომელიც ამჟამად გერმანული "ჰამბურგის" ღირსებაც იცავს, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა მიმოიხილა და განაცხადა, რომ "ბლანკოსი" ვალდებულია დაამარცხოს ფრანგული კლუბი...

"მადრიდის "რეალის" აქილევსის ქუსლად წოდებული "ლიონი" დროა დამარცხდეს, რადგან ეს კოლექტივი დიდი ხანია ამწარებს სამეფო კლუბს. შარშანდელ სეზონში ვერ წარმოვიდგენდი, რომ "თეთრები" ვერ მოახერხებდნენ "ლიონის" წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ ფრანგებმა ყველა გააკვირვეს."

"დარწმუნებული ვარ ჟოზეს შეგირდები მოახერხებენ "ლიონის" უსიამოვნო ბარიერის გადალახვას, უკვე მოვიდა დრო, როდესაც "რეალმა" უნდა სძლიოს ხსენებულ მეტოქეს."

"ინტერისა და მიუხენის ბაიერნის დაპირისპირებაც ძალიან საინტერესო იქნება, შარშანდელმა ფინალმა წელს 1/8 ფინალში გადმოინაცვლა. კენჭისყრამ საინტერესოდ ჩაიარა და ვფიქრობ, გუნდები სანახაობრივ და უხვგოლიან შეხვედრებს შემოგვთავაზებენ."



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

beqa_beqa 18-დეკ, 17:04

18 18
კომენტარის დატოვება






რეკლამა