რა ბედი ელის "მილანის" მთავარ მწვრთნელს ?

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 04-ნოე, 15:149 GioToServe 806 0






იტალიური მასმედიის ინფორმაციით, "მილანის" მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა პოსტიდან დათხოვნის სერიოზული საფრთხის ქვეშაა. კლუბის ხელმძღვანელობა ნაჩვენები ფეხბურთის ხარისხით უკმაყოფილოა. "მილანი" იტალიელი სპეციალისტის დაქვემდებარების ქვეშ განაგრძობს არასასურველი შედეგების დაფიქსირებას.

იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურში "სასუოლოს" წინააღმდეგ წარუმატებლობის შემთხვევაში, იტალიელი სპეციალისტი კლუბის მთავარი მწვრთნელობის თანამდებობას დაემშვიდობება.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე იტალიის ჩემპიონატში "მილანი" მე-8 პოზიციას იკავებს. 11 ტურის შემდგომ, გუნდის აქტივში 16 ქულაა. მე-3 ადგილზე "იუვენტუსია" 28 ქულით, მე-2 პოზიციას "ინტერი" სჯერდება 29 ქულით, ხოლო "სერია A"-ს ლიდერი 31 ქულით "ნაპოლი" გახლავთ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018