"რეალი" ნეიმარის ყიდვის იმედებს არ კარგავს

5-11-2017, 12:27

სამომავლოდ მადრიდის "რეალი" ისევ გეგმავს ნეიმარის ტრანსფერს, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი რეკორდული სატრანსფერო თანხის სანაცვლოდ გადავიდა "პ.ს.ჟ."-ში რამდენიმე თვის წინ.

"Diario Gol"-ის ინფორმაციით, ბრაზილიელ ფორვარდს ორი სეზონის გატარება, "ოქროს ბურთის" და "ჩემპიონთა ლიგის" მოგება სწორედ "პ.ს.ჟ."-სთან ერთად სურს. თუ ეს არ მოხდება, ნეიმარი იფიქრებს კლუბის დატოვებაზე.

სამეფო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა ფეხბურთელთან და "პ.ს.ჟ."-სთან მოლაპარაკებების დასაწყებად. პერესი ახლო ურთიერთობაში იმყოფება ნეიმარის პირად აგენტთან და ასევე ფეხბურთელის მამასთან. პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა ის ფაქტიც, რომ 25 წლის ნეიმარისთვის მადრიდის "რეალის" კარი ყოველთვის ღია იქნება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით