წამყვანი კლუბები "ბენფიკას" მცველით დაინტერესდნენ

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / იტალია / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები / ტალანტები 05-ნოე, 15:109 GioToServe 385 0






“ბენფიკა“ მზადაა მცველი ალექს გრიმალდო 40 მილიონ ევროდ გაყიდოს. ფეხბურთელის თავიანთ კლუბში ხილვა სურთ „ლივერპულს“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „იუვენტუსს“.

გრიმალდო „ვალენსიისა“ და „ბარსელონას“ აღზრდილია. ფეხბურთელმა პროფესიონალური კარიერა “ბარსელონა B”-ში წამოიწყო. ესპანეთის ჩემპიონატის მეორე და მესამე დივიზიონში მან 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

მიუხედავად ამისა, გრიმალდომ „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში ვერ შეძლო ადგილის დამკვიდრება. 2016 წლის ზამთარში გრიმალდომ ლისაბონში გადაინაცვლა და რამდენიმე თვის შემდგომ ახალ კლუბთან ერთად პორტუგალიის ჩემპიონიც გახდა.

მიმდინარე სეზონში 22 წლის მცველს 10 მატჩი აქვს საერთო ჯამში ჩატარებული და ერთი საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა.

წამყვანი კლუბები "ბენფიკას" მცველით დაინტერესდნენ



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018