რა უთხრა მესიმ აგუეროს მადრიდის "რეალის" შესახებ?

რა უთხრა მესიმ აგუეროს მადრიდის

5-11-2017, 22:49

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სერხიო აგუეროს შესყიდვას გეგმავს და მისი აზრით, ფეხბურთელი სერიოზული ძალა შეიძლება გახდეს კლუბისათვის.

"Diario Gol"-ის მიხედვით, აგუეროს მეგობარმა ლიონელ მესიმ, "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელს ურჩია, რომ არ გადავიდეს სამეფო კლუბში.

ამასობაში, პერესი არ კარგავს იმედებს არგენტინელის შესახებ და სჯერა, რომ იმ შემთხვევაში თუკი პეპ გვარდიოლა ალექსის სანჩესს დაიმატებს, მადრიდის "რეალი" აგუეროს შემოერთებას შეძლებს.

ზოგიერთი ესპანური მედიის ინფორმაციით, მესიმ აგუეროს "სიტიში" დარჩენა ურჩია, რადგან მადრიდის "რეალი" ამ ეტაპზე ცუდ ფორმაშია.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით