"არსენალი" და "ტოტენჰემი" "შალკეს" ფეხბურთელით დაინტერესდნენ

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / გერმანია / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები / ტრანსფერები / ტალანტები / გუნდები 06-ნოე, 10:209 GioToServe 465 0





„ტოტენჰემი“ და „არსენალი“ „შალკეს“ თავდამსხმელისთვის - ლეონ გორეცკასთვის იბრძოლებენ.

გერმანიის ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი „შალკეში“ კონტრაქტით გათვალისწინებულ ბოლო წელს ატარებს. იგი კარიერის გაგრძელების ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს. გორეცკის კლუბში ხილვა სურს მიუნხენის „ბაიერნს“, მაგრამ ფეხბურთელს სხვა ქვეყანაში სურს ბედის ცდა.

როგორც „Mirror” იუწყება, ლეონი „არსენალისა“ და „ტოტენჰემის“ ინტერესის სფეროს წარმოადგენს. „ტოტენჰემი“ უკვე იანვარში გეგმავს ფეხბურთელის კლუბში გადმოყვანას. გასული თვის განმავლობაში, „ტოტენჰემის“ სკაუტები „შალკეს“ თითქმის ყველა მატჩს ესწრებოდნენ.

გორეცკამ გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 12 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. გუნდის შემადგენლობაში ფეხბურთელმა 2017 წლის „კონფედერაციის თასი“ მოიგო. დიდი შანსია ფეხბურთელმა მომავალ წელს „მსოფლიო ჩემპიონატზეც“ მიიღოს მონაწილეობა.

"არსენალი" და "ტოტენჰემი" "შალკეს" ფეხბურთელით დაინტერესდნენ



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა