ლუკაშ პოდოლსკის სამომავლო გეგმები ცნობილია

სიახლეები / პირადი ცხოვრება / ფეხბურთი / გერმანია / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები / ტალანტები / ფეხბურთელების მონაცემები 06-ნოე, 10:279 GioToServe 279 0





“ვისელ კობეს“ თავდამსხმელი ლუკაშ პოდოლსკი გამოტყდა, რომ მომავალში „კიოლნში“ დაბრუნება სურს.

„ორი აზრი არ არსებობს, რომ „კიოლნში“ დაბრუნება ჩემთვის ყოველთვის აქტუალურ თემას წარმოადგენდა და წარმოადგენს კიდეც. ეს ასეა მიუხედავად იმისა, თუ სად ვიმყოფები. ვფიქრობ, რომ ოდესღც დავბრუნდები „კიოლნში“.“ - მოჰყავს პოდოლსკის სიტყვები „Goal”-ს.

32 წლის გერმანელი ფორვარდის კონტრაქტი იაპონურ კლუბთან 2019 წელს იწურება.

შეგახსენებთ, რომ პოდოლსკი „კიოლნის“ შემადგენლობაში 2003 წლიდან 2006 წლის ჩათვლით, ასევე 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ასპარეზობდა. მან საერთო ჯამში 79 გოლის გატანა შეძლო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა