ზაზას 10-მა ქულამ ”ატლანტა” წაგებისგან ვერ იხსნა

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი / NBA 17-დეკ, 22:109 Sportnews 1332 0





საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა" რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი „ბოსტონთან" სტუმრად 90:102 წააგო, თუმცა ქართველ ცენტრს ურიგოდ არ უთამაშია.

ფაჩულიას გასულ მატჩებში სათამაშო დრო შეუმცირდა, ამჯერად კი მოედანზე 18,25 წუთი გაატარა და თავიც გამოიჩინა - 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან ექვსივე საჯარიმო ჩააგდო და თამაში 10 ქულით, 4 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა.

საინტერესოა, რომ ზაზა ფაჩულია საუკეთესო იყო ატლანტელთაგან ერთ კონკრეტულ კომპონენტში - ბურთების შეფარდება იმ დროის მანძილზე, ვიდრე მოთამაშე მოედანზე იმყოფება. როცა ზაზა მოედანზე იყო, ჰოუქსმა 7 ქულით აჯობა „ბოსტონს". მომდევნო შეხვედრას „ატლანტა" ხვალ გამთენიისას, საკუთარ მოედანზე „შარლოტთან" ჩაატარებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა