სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი / ტრანსფერები / ტალანტები
გრიზმანი "ბარსელონაში" გადავა, ოღონდ ერთი პირობით...

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი დაინტერესებულია "ბარსელონაში" გადასვლით. ფრანგი ფეხბურთელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა კატალონიურ კლუბში, თუკი მას გარანტირებული ადგილი ექნება კლუბის ძირითად შემადგენლობაში.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ფრანგი ფორვარდის ტრანსფერი შესაძლოა იანვარში შედგეს. იმ შემთხვევაში თუ "ბარსელონა" გრიზმანის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ეს თავის მხრივ ურუგვაელი თავდამსმხმელის ლუის სუარესის მომავალს ეჭვქვეშ დააყენებს. მიმდინარე სეზონში სუარესი კარგად ვერ ასპარეზობს.

გრიზმანის კლუბში გადასვლის შემთხვევაში, 30 წლის სუარესი გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავის ადგილს დაკარგავს. უსმან დემბელესა და ლიონელ მესის პოზიციები ფაქტობრივად ხელშეუხებელია არგენტინელის ბრწყინვალე თამაშის და იმ თანხის გამო, რაც კატალონიელებმა ახალგაზრდა დემბელეში გადაიხადეს.










კომენტარის დამატება