"ჩელსიმ" დავიდ ლუისს შემცვლელი მოუძებნა

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / იტალია / საფრანგეთი / ტრანსფერები 07-ნოე, 16:579 GioToServe 1597 0






"ლიონის" ცენტრალური მცველი მუკტარ დიაკაბი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ჩელსიში" გადავიდეს. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა "The Sun".

წყაროს ინფორმაციით, 21 წლის ფრანგის ტრანსფერით პირადად ანტონიო კონტე არის დაინტერესებული. იტალიელი სპეციალისტი დიაკაბიში დავიდ ლუისის პოტენციურ შემცვლელს ხედავს, ვისთანაც მწვრთნელს უთანხმოებები მოუვიდა.

"ჩელსის" წინადადებას ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დასაწყისშივე მიიღებს. მოთამაშის გამოსასყიდი თანხა კონტრაქტში 10 მილიონ ევროს უტოლდება.

შეგახსენებთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, დიაკაბის სახელს უკავშირებდნენ ტურინის "იუვენტუსს", "ლივერპულს" და "მანჩესტერ სიტის".

"ჩელსიმ" დავიდ ლუისს შემცვლელი მოუძებნა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018