სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / საფრანგეთი / ტრანსფერები / ტალანტები
რომელი ფეხბურთელი შესთავაზა "პ.ს.ჟ."-მ "ჩელსის" ?

პარიზული გამოცემა "Le10Sport"იუწყება, რომ "პ.ს.ჟ."-ს თავდამსხმელი ლუკას მოურა შესაძლოა "ჩელსიში" გადავიდეს.

წყაროს ინფორმაციით, პარიზელებმა თავად შესთავაზეს ლონდონურ კლუბს ბრაზილიელი. "ჩელსის" ჯერ-ჯერობით პასუხი არ დაუბრუნებია ფრანგებისთვის, რაც ტრანსფერის განხორციელების შანსებს ჯერ კიდევ ტოვებს.

შეგახსენებთ, რომ "პ.ს.ჟ." არაერთი ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს, რათა კლუბმა ფინანსურ "ფეარ-პლეის" დარღვევასთან დაკავშირებული ჯარიმები თავიდან აიცილოს.

რომელი ფეხბურთელი შესთავაზა "პ.ს.ჟ."-მ "ჩელსის" ?










კომენტარის დამატება