რა მოხდა "ბარსელონასა" და "მონაკოს" შორის კილიან მბაპეს ტრანსფერზე ?

რა მოხდა

7-11-2017, 22:50

გასულ ზაფხულს "მონაკომ" და "ბარსელონამ" კილიან მბაპესთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა თავად თავდამსხმელმა ესპანეთში წასვლა არ ისურვა.

2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინაორებისას, მბაპე ყველაზე მოთხოვნადი ბომბარდირი გახლდათ. მის სახელს აკავშირებდნენ "რეალთან", "ბარსელონასთან", "პ.ს.ჟ."-სთან, "ჩელსისთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან", "ლივერპულთან", "არსენალთან" და "მილანთან". 31 აგვისტოს მბაპე "პ.ს.ჟ."-ში გადავიდა. ეს ყველაფერი იჯარის ფარგლებში მოხდა. "პ.ს.ჟ."-მ უფლებაც მოიპოვა ფეხბურთელის გამოსყიდვის თაობაზე. მბაპეს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 180 მილიონ ევროს შეადგენს.

როგორც ირკვევა, პარიზულ კლუბში ტრანსფერი თავად მოთამაშის ინიციატივა იყო. "მონაკოს" ბოლო მომენტამდე არ სურდა თავისი ვარსკვლავის გაშვება პრინციპული მოწინააღმდეგის რიგებში. ბოლო დღეს, "მონაკომ" "ბარსელონასგან" მიიღო შემოთავაზება, რომელიც ითვალისწინებდა როგორც ფულად კომპენსაციას, ასევე არდა თურანის ყიდვის უფლებას. კატალონიური კოლექტივი მზად იყო ფრანგისთვის პირადი ვერტმფრენი გამოეყო, რათა გარიგება ოფიციალურად შეესრულებინა, მაგრამ მბაპემ ამ ყველაფერზე უარი განაცხადა.

"პ.ს.ჟ."-ში გადასვლის შემდგომ, მბაპემ საერთო ჯამში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით