რას ფიქრობს რონალდუ ჰარი კეინის "რეალში" გადასვლის შესახებ ?

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები / ტალანტები 08-ნოე, 11:379 GioToServe 1413 0






კრიშტიანუ რონალდუ "ტოტენჰემის" თავდამსხმელის ჰარი კეინის შესყიდვის წინააღმდეგია.

როგორც "Sky"-ის ჟურნალისტი გილიემე ბალაგე იუწყება, მადრიდში უკვე ჩაფიქრდნენ კლუბის მდგომარეობაზე რონალდუს გარეშე. კლუბის ხელმძღვანელობას სურს "სანტიაგუ ბერნაბეუზე" ახალგაზრდა ვარსკვლავი ბომბარდირის მოწვევა, რომელიც კარიმ ბენზემას ჩაანაცვლებს და რონალდუსთან ერთად იასპარეზებს.

სამეფო კლუბის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ სამიზნედ ჰარი კეინი რჩება. როგორც ჩანს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, "პრემიერ ლიგის" საუკეთესო ბომბარდირი მზადაა ნამდვილ ტოპ-კლუბში გადასასვლელად. მსოფლიო ჩემპიონატსა და 2017-2018 წლების "ჩემპიონთა ლიგის" "პლეი-ოფ"-ში ჰარი კეინს კვლავ მიეცემა საკუთარი თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სავარაუდოდ, საბოლოოდ სწორედ ამის შემდგომ გადაწყვეტს მადრიდის "რეალი" დაუკავშირდეს თუ არა "ტოტენჰემს" კონკრეტული წინადადებით.

თუმცაღა, საკუთრივ რონალდუ კეინის ტრანსფერის წინააღმდეგია. ბალაგეს სიტყვებით, პორტუგალიელს ჰარი კეინთან არ სურს შეტევის განყოფა და მას მრავალი წლის პარტნიორი - კარიმ ბენზემა ურჩევნია. ბენზემამ "ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018