"პ.ს.ჟ"-მ კავანის შემცვლელი ფეხბურთელი გამოძებნა

8-11-2017, 16:01

"ჩელსის" თავდამსხმელმა ალვარო მორატამ შესაძლოა კარიერა საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძოს. "transfermarketweb.com"-ის ინფორმაციით, "პ.ს.ჟ.-ს" წარმომადგენლებმა ფეხბურთელის აგენტთან უკვე წამოიწყეს მოლაპარაკებები.

წყაროს ინფორმაციით, კავანი კლუბის დატოვებას სწორედ ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმართან მომხდარი უთანხმოების გამო აპირებს. ურუგვაელი ფეხბურთელით არაერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული, რომელთა შორის მოიაზრება "ნაპოლი" - კლუბი, რომლის შემადგენლობაში კავანიმ რამდენიმე წარმატებული სეზონი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ მორატა მიმდინარე წლის ზაფხულს, "რეალიდან" "ჩელსიში" 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. "პრემიერ ლიგის" მიმდინარე სეზონში, კლუბის შემადგენლობაში ესპანელმა 10 თამაში ჩაატარა. მან 7 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

"პ.ს.ჟ"-მ კავანის შემცვლელი ფეხბურთელი გამოძებნა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით