ვინ შეცვლის ფრენკ რიბერის?

ვინ შეცვლის ფრენკ რიბერის?

8-11-2017, 19:50

მიუნხენის "ბაიერნს" "პ.ს.ჟ."-ს ნახევარმცველის - იულიან დრაქსლერის კვლავ გერმანიის ჩემპიონატში დაბრუნება სურს.

რიბერის კონტრაქტი "ბაიერნთან" 2018 წლის ზაფხულში იწურება. ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მხარეებს შორის ჯერ-ჯერობით მოლაპარაკება არ დაწყებულა. რიბერის დაკარგვის შემთხვევაში, გერმანული კლუბი მზადაა "პ.ს.ჟ."-სთან მოლაპარაკებები აწარმოოს დრაქსლერის გადმოყვანის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში, დრაქსლერმა "პ.ს.ჟ."-ს შემადგენლობაში 10 შეხვედრა ჩაატარა. მან 2 გოლის გატანა შეძლო და 2 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა. ნახევარმცველის მიახლოებითი ღირებულება 45 მილიონი ევრო გახლავთ.

ვინ შეცვლის ფრენკ რიბერის?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით