ლიონელ მესიმ ოცნების გუნდი დაასახელა, რომელშიც "ბარსელონადან" გადავიდოდა

ლიონელ მესიმ ოცნების გუნდი დაასახელა, რომელშიც

8-11-2017, 23:08

„ბარსელონას“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მომავლის გეგმებზე ისაუბრა და გამოტყდა, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, არ იტყოდა უარს მოთამაშის კარიერის არგენტინაში დასრულებაზე.

„მომავლის გეგმები? ასე შორსაც არ ვიყურები მომავალში. არ ვიცი რა იქნება ხვალ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ, ყოველი მომენტისგან სიამოვნებას და სიხარულს ვიღებ, ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. ყოველი კვირის მიწურულს ფეხბურთს ვთამაშობ. ეს ყველაფერია რაზეც ვფიქრობ ხოლმე.“

„მე კარგად მესმის ის ფაქტი, რომ მოვა დღე, როდესაც კარიერის დასრულება მომიწევს და მომიწევს გადაწყვეტა, თუ საით წავიდე და რა უნდა გავაკეთო. სიამოვნებით ვითამაშებდი „ნიუელსში“ და იქვე დავასრულებდი კარიერას. არგენტინის ჩემპიონატში დაბრუნება ჩემი ოცნებაა. რეალურად კი ცხოვრებაში სულ სხვა რამ ხდება ხოლმე. არასდროს არ იცი რა გელის ხვალ ან ზეგ“ - ციტირებს არგენტინელი ფეხბურთელის სიტყვებს სატელევიზიო არხი „TyC Sport”.

შეგახსენებთ, რომ მესი, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო, „ნიუელს ოლდ ბოისში“ თამაშობდა. „ბარსელონაში“ იგი 13 წლის ასაკში გადავიდა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით