რა გადაწყვიტა მადრიდის "რეალმა" გარეტ ბეილის თაობაზე ?

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი 08-ნოე, 23:299 GioToServe 1016 0






მადრიდის „რეალში“ სჯერათ, რომ მიღებული ტრავმიდან რეაბილიტაციის შემდგომ, ვინგერი გარეტ ბეილი თავის ჩვეულ, უწინდელ ფორმაში დაუბრუნდება ასპარეზობას. „მარკას“ ინფორმაციით, მადრიდულ კლუბში შემტევი ნახევარმცველის სხვა გუნდში გაშვების ალტერნატივა საერთოდ არ განიხილება.

28 წლის უელსელი ფეხბურთელი ინფორმირებულია და „რეალისგან“ სრულ მხარდაჭერას ელის.

ამავე დროს, ბეილს მოუწევს იმის დადასტურება, რომ შეუძლია ყოველკვირეულ მატჩებში თამაში. სეზონის მიწურულს მისი ასპარეზობის ქულაც გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მასმედია ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს „რეალი“ უკმაყოფილო იყო ტრავმებისკენ მიდრეკილი ბეილით და კლუბი უელსელს გაყიდდა თუკი პოტენციური მყიდველები სამეფო კლუბს სოლიდურ თანხას შესთავაზებდნენ. როგორც ჩანს, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

მიმდინარე სეზონში მიღებული ტრავმების გამო, გარეტ ბეილმა ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება შეძლო. მან 2 გოლის გატანა მოახერხა და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018