გასულ სეზონში "მანჩესტერ სიტიმ" რეკორდული ოდენობის თანხა გამოიმუშავა

გასულ სეზონში

9-11-2017, 00:32

„მანჩესტერ სიტიმ“ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე საკუთარი ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016-2017 წლების სეზონი ფინანსური მოგების თვალსაზრისით კლუბისათვის სრულიად უპრეცენდენტოა.

„მანჩესტერ სიტის“ შემოსავალმა 473,4 მილიონი ფუნტი-სტერლინგი შეადგინა. აღნიშნული თანხა 2015-2016 წლების მაჩვენებელს 21%-ით აღემატება. კლუბის ისტორიაში ფინანსურმა მოგებამ პირველად გადააჭარბა 400 მილიონ ფუნტს. ამასთანავე, „სიტის“ წმინდა მოგება გასულ სეზონში 1,088 მილიონ ფუნტს შეადგენდა.

ინგლისელების პრესამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იყო ფინანსური მოგება კიდევ გაზრდილიყო, რომ არა ფინანსური ანგარიშგების ახალი ციკლი, რომელზედაც კლუბს გადასვლა მოუწია. აღნიშნული ციკლი ახლა უკვე პირველი ივლისიდან 30 ივნისამდე გრძელდება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით